ისტ სტანდარტი და მისაღწევი შედეგები
2018-2024 სასწ.წ
„ის.ტექნ.“ - მიუთითებს საგანს „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“,
"დაწყ.” - მიუთითებს V-VI კლასების სტანდარტს,
„1“- მიუთითებს სტანდარტის შედეგის ნომერს.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
სტანდარტი |
|
შედეგების ინდექსი |
სტანდარტის
შედეგები |
ის.ტექნ.დაწყ.1. |
მოსწავლე
უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების
დროს |
|
მოსწავლე: Ø ციფრული ინფორმაციის გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა; Ø ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს; Ø მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების
სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა და ციფრული
საშუალებების გამოყენებისას; Ø მსჯელობს ისტ-ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით
მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. |
ის.ტექნ.დაწყ.2. |
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება |
|
მოსწავლე: Ø ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის
უსაფრთხოების ნორმებს; Ø უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობებს
(მყარი დისკი, CD, DVD, Blue-Ray, ფლეშ მეხსიერება, მეხსიერების ბარათი) და მათი
მიერთების ან/და ჩადების ადგილებს; Ø ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და
მათ ფუნქციებს; Ø ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის
ღილაკებს; Ø ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და საუბრობს მათ
დანიშნულებაზე; Ø ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე
მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს
შორის განსხვავებას; Ø აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად:
ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი) დანიშნულებას და ფუნქციებს და
ეფექტიანად იყენებს მათ
ზოგიერთ ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა,
ფორმატირება); Ø გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის დანიშნულებას და
იყენებს მას; Ø მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას
პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით; Ø ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით,
მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით. |
ის.ტექნ.დაწყ.3. |
მოსწავლემ უნდა
შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში |
|
მოსწავლე: Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის
ორგანიზებისას; Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას,
შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს; Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო
სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების
ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება; Ø მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს,
მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე. |
ის.ტექნ.დაწყ.4. |
მოსწავლემ უნდა
შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას |
|
მოსწავლე: Ø აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად
შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას; Ø იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების
შექმნისას (მაგ.,: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება); Ø მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს
პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან
მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; Ø გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და
საკითხავ მასალას შორის; Ø ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან
კომბინირებას; Ø ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს
ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას. |
ის.ტექნ.დაწყ.5. |
მოსწავლემ უნდა
შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის |
|
მოსწავლე: Ø იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული
ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის
გასაუმჯობესებლად; Ø იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს
(მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის
ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს). |
სონო ტაქსონიმია
რაც ქვემოთ წერია პირობითი მაგალითია იმის საჩვენებლად, თუ დაახლოებით რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს მოსწავლისგან ერთ კონკრეტულ კომპლექსურ დავალებასთან მიმართებით; რა შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მან შესასწავლი საკითხი მიმართებით, აბსტრაქტულ და ა.შ. დონეზე გაიაზრა.
მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები სამიზნე ცნება: პირობითი ნიშნები
საგნობრივი საკითხი: ინსტრუქციების შექმნა პირობითი ნიშნების გამოყენებით
კომპლექსური
დავალება: ინსტრუქციების შექმნა
ცეკვისთვის პირობითი ნიშნების გამოყენებით
|
|
სოლო ტაქსონომიის
დონე |
შეფასების
კრიტერიუმი მოსწავლემ: |
აბსტრაქტული დონე მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი მახასიათებლები,
რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი
დეკონტექსტუალიზების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილვე საკითხს საკუთარ პირად
გამოცდილებას. |
დავალება დაუკავშირა პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას (მაგალითად, გაიხსენა
სხვა დროს როდის შეუქმნია ინსტრუქციები ნიშნების საშუალებით). განაზოგადა სად და
როდის გამოიყენება პირობითი ნიშნები. |
მიმართებითი დონე მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს
საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის. |
მოსწავლემ კარგად გაიგო დავალების პირობა. გაანალიზა, თუ რატომ და რის
გათვალისწინებით შექმნა კომპლექსური დავალება (კერძოდ, იმსჯელა იმის შესახებ, თუ
რომელი პირობითი ნიშნები გამოიყენა დავალებაში და რატომ). |
მულტისტრუქტურული დონე
მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე,
ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან
დაკავშირებით. |
პირობითი ნიშნების გამოყენებით შექმნა ცალკეული ინსტრუქციები; მონაწილეობა
მიიღო სიმულაციებში (ცეკვა ინსტრუქციების გამოყენებით) თუმცა, ვერ შეძლო გაეანალიზებინა,
თუ რა კავშირი იყო დავალებაშ წარმოდგენილ პირობით ნიშნებსა და საკლასო ოთახში მიმდინარე
აქტივოებებს შორის. |
უნისტრუქტურული დონე
მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი
არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
|
პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია. |
|
„ის
No comments:
Post a Comment