სამოდელო გაკვეთილები

კერძო სკოლა”აკადემოსი”

შიდა დაკვირვების ჯგუფისთვის ჩატარებული

გაკვეთილის გეგმის სქემა N 1

მასწავლებლის სახელი და გვარი

თინათინ სტურუა

გაკვეთილის თემა

ჩვენ და კომპიუტერი

რა სახის კომპიუტერები ვიცით?

საგანი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სწავლების საფეხური

დაწყებითი V კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

მოსწავლე

სსსმ მოსწავლე

აქტუალობა

მოსწავლე გაეცნობა კომპიუტერის ორ ჯგუფს: სტაციონალურს და პორტატულს.

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ის.ტექ.V.1 და ის.ტექ.V.2 

ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას.

მაგ.:ჩამოთვლის სამაგიდო კომპიუტერის ძირითად შემადგენელ ნაწილებს და პორტატული კომპიუტერის სახეობებს.თავად აირჩევენ იმ სახეობას,რომელიც მათთვის მოსახერხებელი იქნება.

მოსწავლის წინარე ცოდნა

მოსწავლეებმა იციან კომპიუტერის დანიშნულება,შექმნის ისტორია და მისი ძირითადი ნაწილები.

გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხები(2წთ)

შესწავლილი მასალის გამეორება (10წთ)

 A ფაზა-(15წთ)

პრეზენტაციის ჩვენება,რომელის შექმნილია კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების სურათებით,სადაც ასახულია კომპიუტერის თითოეული მოწყობილობის ურთიერთკავშირი.

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს,გამოიცნონ ,თუ რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს?

მოსწავლეები ასახელებენ თავიანთ შეხედულებებს და ვერსიებს,რომლებსაც მასწავლებელი მოსწავლეებს სათითაოდ დაფაზე ჩამოაწერინებს.

B ფაზა-(13წთ).

მასწავლებელი კომპიუტერის სახეობებს ყოფს ორ ჯგუფად: სტაციონალურ და პორტატულ კომპიუტერებად.ასახელებს თითოეულ ჯგუფში შემავალ კომპიუტერებს.

შემდეგ ეკითხება მოსწავლეებს ,თუ რომელი სახეობაა მათთვის ცნობილი? აგრეთვე  სთხოვს დაფაზე დაწერონ მათი უპირატესობები.

 C ფაზა- (5წთ) შეჯამება.

კიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს,ახდენს მოსწავლეთა შეფასებას.

საშინაო დავალება: შექმნან ცხრილი სათაურით: „პორტატულიდასტაციონალური“.სვეტებში  ჩამოწერონ შესაბამისი სახეობები.

შეფასება და თვითშეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარი გამზადებული განმავითარებელი შეფასების  რუბრიკის საშუალებით.

სასწავლო რესურსები

კომპიუტერი.პროექტორი.სახელმძღვანელო.სლაიდშოუ.დაფა.თაბახის ფურცელი და ფანქრები.


განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

შეფასება კრიტერიუმი

საჭიროებს განვითარებას

დამაკმაყოფილებელი

კარგი

გაკვეთილზე ჩართულობა

იშვიათად მონაწილეობს საკლასო მუშაობაში. უჭირს საგნის შესაბამისი ტერმინების გამოყენება ადეკვატურად. ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.

მეტ-ნაკლებად უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.

მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში. მეტ-ნაკლებად იყენებს საგნის შესაბამის ტერმინოლოგიას.

ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.

უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას.

ყოველთვის მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.

იყენებს ადეკვატურ ტერმინებს. ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

უსმენს სხვებს . კორექტულია და ამჟრავნებს სხვისი

აზრის მიმართ პატივისცემას.

მიზნის შესაბამისად კომპიუტერის ჯგუფების განხილვა

უჭირს კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების გარეგნული მახასიათებლების  შერჩევა

მეტ-ნაკლებად შეარჩევს კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების გარეგნულ მახასიათებლებს.

შეარჩევს კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების  გარეგნულ მახასიათებლებს .

ინფორმაციის გავრცელებისათვის  საჭირო უნარების ფლობა (ინფორმაციის წარმოდგენა)

უჭირს საკუთარი ციფრული მასალის გავრცელება სხვების მიერ განხილვისა და  უკუკავშირის მიღების მიზნით.

განიხილავს თავის შექმნილ მასალას.

მეტ-ნაკლებად ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, უჭირს უკუგების შედეგის გამოყენება პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

ორგანიზებულად განიხილავს თავის შექმნილ ინფორმაციას. ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გასაუმჯობესებლად.


                                           შპს კერძო სკოლა “აკადემოსი”

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

მასწავლებლის თინთინ სტურუას მიერ ჩატარებული

გაკვეთილის

რეფლექსია

     2021 წელს V კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი “კომპიუტერი დღეს”.

გაკვეთილის თემა იყო კომპიუტერის სახეები და ჯგუფები.მიზანი იყო ის რომ , მოსწავლეებს

ჩამოუყალიბდეთ თავიანთი მოსაზრება კომპიუტერის სახეებსა და ჯგუფების შესახებ,რათა სამომავლოდ სწორად გადაწყვიტონ თუ რომელი ტიპის მოწყობილობა არის უფრო მოსახერხებელი მათ საქმიანობაში.

    I აქტივობაში-პრეზენტაციის ჩვენება,რომელიც შექმნილია კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების სურათებით,სადაც ასახულია კომპიუტერის თითოეული მოწყობილობის ურთიერთკავშირი.

https://docs.google.com/presentation/d/1IO4M7vPJZYMCJiyXr0iEoRvs9u-O-rTu/edit#slide=id.p8

       II აქტივობა-კითხვა-პასუხის რეჯიმი.

      კომპიუტერის რომელი სახეობები იყო მათვის ცნობილი?

      რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს?

შემდეგ დავიწყე თემის გაშლა.ვისაუბრე კომპიუტერის ჯგუფების დაყოფაზე:პორტატული და

სტაციონალური.ავუხსენი მათი დადებით და  უარყოფით მხარეების შესაძლებლობებზე.რომ უკეთ გაეაზრებინათ,თუ რომელი მოწყობილობა,რომელ საქმიანობაში უფრო მეტად მისაღები იქნებოდა.მივეცი დისკუსიის საშუალება და დაფაზე ჩამოვწერეთ ცხრილის სახით.

      III აქტივობა-მოხდა თემის შეჯამება.ჩამოვაყალიბეთ დადებითი ,უარყოფითი და საინტერესო მასალები.მოვახდინე განმავითარებელი -სიტყვიერი შფასება.

სასწავლო პროცესში ჩემ მიერ შექმნილი და გამოყენებული რესურსების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი შესასწავლი საკითხების მიმართ. სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებმა უკეთ აღიქვეს კომპიუტერის განსხვავებული სახეები, რადგან ინფორმაცია ვიზუალურადაა გაფორმებული, ტექსტი და ილუსტრაციები შერწყმულია  მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებისათვის. ყოველივე ეს მათ დაეხმარათ შინაარსის  უკეთ გაგებაში.

ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა, რადგან  მოსწავლეები იმდენად დაინტერესდნენ რესურსებში წარმოდგენილი ინფორმაციით რომ ამავე თემების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი გაუჩნდათ.ამ გაკვეთილით ხელი შევუწყვე ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რაც  აისახება სასწავლო პროცესზე.  რესურსების გამოყენებით სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს. მისი მეშვეობით ადვილია მასალის ახსნა, სახელმძღვანელოს ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესიც მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ რესურსების ჩართვა ძალზე შედეგიანია.სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა ,როგორც მოსწავლეებისთვის,  ისე  მასწავლებლისთვის.ამ დროს     მოსწავლეები ხდებიან უფრო        ინფორმირებული,  უფრო  მობილური,   მოტივირებულები  და აქ  შედეგიც  აუცილებლად  იქნება  მხოლოდ   მოსწავლის ინტერესებსა დასაჭიროებებზე მორგებული.

            გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად.ვფიქრობ,გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი,მოტივაცია და ამაღლდა შემოქმედებითი მიდგომა.

          ხარვეზი არ გამოკვეთილა.

 პედაგოგი:თინათინ სტურუა.

                          2021წ








კერძო სკოლა”აკადემოსი”

შიდა დაკვირვების ჯგუფისთვის ჩატარებული

გაკვეთილის გეგმის სქემა  N 2

მასწავლებლის სახელი და გვარი

თინათინ სტურუა

გაკვეთილის თემა

პირობითი ნიშნების ენა

საგანი

კომპიუტერული ეტქნოლოგიები

სწავლების საფეხური

დაწყებითი II კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

მოსწავლე

სსსმ მოსწავლე

აქტუალობა

გაეცნობიან პირობითი ნიშნების განმარტებას და გაიხსენებენ მათ ირგვლივ ნაცნობ პირობით ნიშნებს.მათი საშუალებით ინფორმაციის გადმოცემას.

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

   მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია. მოსწავლეებმა ვიზუალურად დაინახონ და აღიქვან, შესასწავლ თემასთან დაკავშირებით შესასრულებელი სამუშაო.

 მოსწავლე იაზრებს, თუ რა კავშირი აქვს თავის ნაცნობ ნიშნებს პირობით ნიშნებთან და როგორ გამოიყენოს ის სწორად.პირობითი ნიშნები უფრო ადვილია,რაიმე აზრის ჩამოყალიბებაში  ან ინფორმაციის გადასაცემად.მოსწავნეს შეუძლია შექმნას მეგობრებთან  საიდუმლო ენა.

მოსწავლემ უნდა გაიაზროს,რომ ეს საკითხი მას გამოადგება შემდეგ კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების უკეთ შესწავლაში.

მოსწავლის წინარე ცოდნა

საგზაო ნიშნები ,პანდემიასთნ დაკავშირებული პირობითი ნიშნებით გამოსახული წესები.ქართული ანბანი.

გაკვეთილის მსვლელობა

საორიენტაციო საკითხები (2წთ)

შესწავლილი მასალის გამეორება(10წთ)

A ფაზა (15წთ)

მასწავლებელი იწყებს საგანმანათლებლო პროგრამა  school.emis.ge ინტერფეისის გაცნობას და მისი გამოყენებით აცნობს პირობითი  ნიშნების დანიშნულებას.

მოსწავლეები დაიმახსოვრებენ,რომ თითო პირობითი ნიშანი აღნიშნავს ერთ მოქმედებას და თუ კი ის დავალებაში მეორდება ,ერთიდა იგივე ნიშანი გამოიყენონ.მასწავლებელი ჩამოაყალიბებინებს სარჩევს,სადაც თითოეულ ნიშანს ექნება თავისივე განმარტება.

B ფაზა(13წთ)

მასწავლებელი განიხილავს პირობით ნიშნებს ჩვენს ირგვლივ,გაახსენებს გადასასვლელებზე განთავსებულ შუქნიშნებს.სვავს კითხვას,თუ რომელი ფერი რა მოქმედებას შეესაბამება?ჩამოათვლევინებს სხვადასხვა სახის  საგზაო ნიშნებს.შეეცდებიან დაფაზე გამოსახული ნიშანი გამოიცნონ.

ფაზა(5წთ)საკითხის შეჯამება.

მასწავლებელი კიდევ ერთხელ განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს და ახდენს მოსწავლეთა შეფასებას.საშინაო დავალება:პირობითი ნიშნების გამოყენებით შეადგინონ დღის რეჟიმი.

შეფასება და თვითშეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ გამზადებული განმავითარებელი შფასების რუბრიკის საშუალებით.

სასწავლო რესურსები

კომპიურეტი.პროექტორი.სლაიდშოუ.დაფა.საგანმანათლებლო საიტიschool.emis.ge . ფურცელი და ფანქრები.

 

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

შეფასება კრიტერიუმი

საჭიროებს განვითარებას

დამაკმაყოფილებელი

კარგი

გაკვეთილზე ჩართულობა

იშვიათად მონაწილეობს საკლასო მუშაობაში. უჭირს საგნის შესაბამისი ტერმინების გამოყენება ადეკვატურად. ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.

მეტ-ნაკლებად უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.

მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში. მეტ-ნაკლებად იყენებს საგნის შესაბამის ტერმინოლოგიას.

ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.

უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის         დამთავრებას.

ყოველთვის მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.

იყენებს ადეკვატურ ტერმინებს. ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

უსმენს სხვებს . კორექტულია და ამჟრავნებს სხვისი

აზრის მიმართ პატივისცემას.

მიზნის შესაბამისად პირობითი ნიშნების განმარტება და საჭიროება

უჭირს პირობითი ნიშნების გარეგნული მახასიათებლების  შერჩევა.არ ცდილობს დაასახელოს მისთვის ნაცნობი ნიშნები

მეტ-ნაკლებად შეარჩევს პირობით ნიშნების გარეგნულ მახასიათებლებს.მეტნაკლებად ცდილობს გაიხსენოს მისთვის ნაცნობი ნიშნები.

შეარჩევს პირობითი ნიშნების გარეგნულ მახასიათებლებს .მოჰყავს მაგალითები და შეუძლია ამოიცნოს პირობითი ნიშნებით გადმოცემული აზრი.

ინფორმაციის გავრცელებისათვის  საჭირო უნარების ფლობა (ინფორმაციის წარმოდგენა)

უჭირს საკუთარი ციფრული მასალის გავრცელება სხვების მიერ განხილვისა და  უკუკავშირის მიღების მიზნით.

განიხილავს თავის შექმნილ მასალას.

მეტ-ნაკლებად ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, უჭირს უკუგების შედეგის გამოყენება პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

ორგანიზებულად განიხილავს თავის შექმნილ ინფორმაციას. ავრცელებს საკუთარ ციფრულ მასალას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გასაუმჯობესებლად.








კერძო სკოლა”აკადემოსი”

შიდა დაკვირვების ჯგუფისთვის ჩატარებული

გაკვეთილის გეგმის სქემა  N 3

მასწავლებლის სახელი და გვარი

თინათინ სტურუა

გაკვეთილის თემა

ჩვენ და კომპიუტერი

კომპიუტერის შექმნის ისტორია

საგანი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

სწავლების საფეხური

დაწყებითი VI  კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

  9   მოსწავლე

სსსმ მოსწავლე

აქტუალობა

მოსწავლეები გაეცნობიან პირველ კალკულატორს და დააკავშირებენ მათ პრივატულ მოქმედებებს  კომპიუტერის ელემენტარულ მოქმედებებთან.აგრეთვე მათ გამომგონებელთა სახელებს.

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ის.ტექნ.VI.1 

  გამოთვლითი ტექნიკის განვითარების  ისტორია.

ის.ტექნ.VI.2

ფუნდამენტალური მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილისა და როლის გააზრება.

მოსწავლის წინარე ცოდნა

 მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა კომპიუტერის ვიზუალური განახლების და  განვითარების

გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხები(3წთ)

 A ფაზა-(15წთ)

 მასწავლებელი აცნობს საგნის ცნებას და ეკითხება ,თუ როგორ ესმით ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები?საჭიროებისამებრ თვითონაც ეხმარება სიტყვების  განმარტებაში.

 იწყებს კითხვა-პასუხის რეჟიმს: 

  • როგორ ფიქრობთ,რისთვის გამოიყენება კომპიუტერი?

 ისმენს პასუხს თითოეული მოსწავლიდან და მიდის დასკვნამდე,რომ კომპიუტერის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა-თვლა და ანგარიში.

  •   როგორ ფიქრობთ რა შეიძლება ჩაითვალოს კომპიუტერის წინაპრად?

 მოსწავლეები ეცდებიან გამოიცნონ პასუხი წინა კითხვის მეშვეობით.

 აჩვენებს მათ საანგარიშოს სურათს და მოსწავლეები მასწავლებლის მინიშნებით აღმოაჩენენ, რომ ანგარიშისთვის უფრო მოსახერხებელია გამოიყენონ კალკულატორი.

 B ფაზა-(22წთ)

 მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს გამოთვლითი ტექნიკის განვითარების ისტორიის შესახებ და აცნობს მათ საპრეზენტაციო პროგრამაში მის მიერ შექმნილ შესაბამის სურათებს სლაიდ შოუს დახმარებით. საანგარიშო-აბაკი; მექანიკური კალკულატორი-პასკალინი;ელ.გამომთვლელი მანქანა-Eniac; პირველი პერსონალური სამაგიდო კომპიუტერი-”APPLE”; თანამედროვე კომპიუტერის სახეობები.

მოსწავლეებს აუხსნის კომპიურერის მთავარ დანიშნულებას დღევანდელ ცხოვრებაში.

 C ფაზა-(5წთ) საკითხის შეჯამება.

 რა იყო დღეს მნიშვნელოვანი და ახალი?აფასებს მათ შეფასების რუბრიკის მეშვეობით.დავალება:კიდევ ერთხელ გადახედონ სახელმძღვანელოში არსებულ შესაბამის საკითხებს.დაიმახსოვრონ მოწყობილობების კლასიფიკაცია.

შეფასება და თვითშეფასება

მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით,წინასწარ შემუშავებული რუბრიკით

სასწავლო რესურსები

სახელმძღვანელო.კომპიუტერი.კალკულატორი.გამომთვლელი ტექნიკის განვითარების ისტორიის ამსახველი სურათები.ფურცელი და ფანქარი.სლაიდ შოუ.ინტერნეტი.




განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

შეფასება კრიტერიუმი

საჭიროებს განვითარებას

დამაკმაყოფილებელი

კარგი

გაკვეთილზე ჩართულობა

იშვიათად მონაწილეობს საკლასო მუშაობაში. უჭირს საგნის შესაბამისი ტერმინების გამოყენება ადეკვატურად. ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.

მეტ-ნაკლებად უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას.

მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში. მეტ-ნაკლებად იყენებს საგნის შესაბამის ტერმინოლოგიას.

ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.

უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის         დამთავრებას.

ყოველთვის მონაწილეობს და წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას.

იყენებს ადეკვატურ ტერმინებს. ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

უსმენს სხვებს . კორექტულია და ამჟრავნებს სხვისი

აზრის მიმართ პატივისცემას.

მიზნის შესაბამისად გამოთვლითი ტექნიკის განმარტება და საჭიროება

უჭირს გამოთვლითი ტექნიკის გარეგნული მახასიათებლების  შერჩევა.არ ცდილობს დაასახელოს მისთვის ნაცნობი ტექნიკის სახეობა.

მეტ-ნაკლებად შეარჩევს გამოთვლითი ტექნიკის გარეგნულ მახასიათებლებს.მეტნაკლებად ცდილობს გაიხსენოს მისთვის ნაცნობი ტექნიკის სახეობა.

შეარჩევს გამოთვლითი ტექნიკის  გარეგნულ მახასიათებლებს .მოჰყავს მაგალითები და შეუძლია ამოიცნოს გამოთვლითი ტექნიკის  განვითარების კლასიფიკაცია.

ინფორმაციის გავრცელებისათვის  საჭირო უნარების ფლობა (ინფორმაციის წარმოდგენა)

უჭირს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სხვების თანდასწრებით, განხილვისა და  უკუკავშირის მიღების მიზნით.

განიხილავს საკუთარ მოსაზრებას.

მეტ-ნაკლებად ავრცელებს საკუთარ აზრს, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, უჭირს უკუგების შედეგის გამოყენება პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

ორგანიზებულად განიხილავს თავის ჩამოყალიბებულ ინფორმაციას. ავრცელებს საკუთარ მოსაზრებას, სხვების მიერ განხილვისა და უკუკავშირის მიღების მიზნით, იყენებს უკუგების შედეგს პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

  

No comments:

Post a Comment

code.org- ის დავალებების ბმულები კლასების მიხედვით

  მე-3 კლასელთათვის სარეკომენდაციო აქტივობები: ფუტკარი: პირობითი ბრძანებები https://studio.code.org/s/course2/lessons/13/levels/1 Flappy ...