პროექტები

                         ჰარვარდის სერთიფიკატი

კერძო სკოლა „აკადემოსის“ სწავლების პერიოდში ჩატარებული ჰარვარდის სერთიფიკატის სახელმძღვანელო პროექტი

      2021 წლის ოქტომბრის თვიდან მე,როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი,თინათინ სტურუა დავრეგისტრირდი ჰარვარდის უფასო კურსებზე უფროს კლასელებთან ერთად.პროექტის ხელშემწყობი და შემქმნელი არის ბ.დავით მალანია,რომელმაც სკოლის დირექტორს-ქ.თამარ ჩანტლაძეს შესთავაზა საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიეღო ამ მნიშვნელოვან პროექტში.ჯგუფი გათვლილი იყო 10 მოსწავლისთვის.სურვილი გამოთქვა 10-მდე მონაწილემ.Messenger-ში შევქმენი საკონტაქტო ჯგუფი,სადაც მოსწავლეებს წინასწარ მოწოდებულ კურსზე დასწრების ბმულს ვუგზავნიდი  და  კვირაში არჩეულ ორ დღეს შეხვედრებს ონლაინ ვუერთდებოდით.

  სოცილური ქსელის ონლაინ ჩართვების მეშვეობით კვირის ყოველ სამშაბათს ვუსმენდით ლექციებს და კვირა დღეს ვესწრებოდით ლაბორატორიულ სამუშაოებს 19:00-21:00.ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანი ლექტორი დევიდ მალან.

იხ.სურ.




  პროექტში მოსწავლეები აქტიურობდნენ ,ქმნიდნენ დავალების მიხედვით ახალ პროდუქტს და სპეციალური პროგრამის-იხ. https://github.com/ მეშვეობით აგზავნიდნენ ჰარვარდის საიტზე.ამით იმსახურებდნენ მაღალ ქულებს.

იხ.სურ.    




 პროექტი მიმდინარეობდა საინტერესოდ და აქტიურად.დავალებები ნელ-ნელა რთულდებოდა,რასაც გამოაკლდა რამოდენიმე მოსწავლე, ასაკიდან და ცოდნიდან  გამომდინარე .რთული აღმოჩნდა მათვის რამდენიმე პროგრამაში მუშაობა.ვცდილობდი მათ დახმარებას,მაგრამ მათივე თხოვნით დავთანხმდი დაეტოვებინათ კურსი.

  პროექტის შესახებ პოსტებს აქვეყვებდა სკოლა „აკადემოსი“ სოციალურ ქსელის მეშვეობით თავის გვერდზე იხ.  https://akademos.ge/ka/proeqtebi/2021-2022-sastsavlo-tslis-peroeqtebi/saerthashoriso

    ბოლომდე სასწავლო კურსს თავი გაართვა და  31 დეკემბერს ფინალური პროექტი შექმნა XI კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ გოგიბერიძემ,რის საფუძველზე მან მოიპოვა ჰარვარდის სერთიფიკატი.


   ვულოცავთ ნიკოლოზ გოგიბერიძეს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებას.

                                              2021 სასწ.წელი

No comments:

Post a Comment

code.org- ის დავალებების ბმულები კლასების მიხედვით

  მე-3 კლასელთათვის სარეკომენდაციო აქტივობები: ფუტკარი: პირობითი ბრძანებები https://studio.code.org/s/course2/lessons/13/levels/1 Flappy ...